2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი ძალას იკრებს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვების ჩარიცხვის წესები და პირობები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა აქვს.
ამჯერად ორი მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში რეგისტრაციის პირობებს გაგაცნობთ.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 25 აგვისტომდე გაგრძელდება.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
აღსაზრდელთა რეგისტრაცია:
2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში, ბაგის ჯგუფი, რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც 1 ნოემბრამდე უსრულდება 2 წელი.ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2023 -2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 3 აგვისტომდე.
მეორე ეტაპზე აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 25 აგვისტომდე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო წლისათვის რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით, ცენტრის ვებ გვერდთან არსებულ პლატფორმაზე.
რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 17 ივლისს და წარიმართება ორ ეტაპად.
პირველი ეტაპი მოიცავს 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისის ჩათვლით პერიოდს.
მეორე ეტაპი კი 2023 წლის 02 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით არის დაგეგმილი.
პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის უპირატესობით, სარგებლობენ:
რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა; ბავშვის 2 ფოტოსურათი ¾-ზე; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; საჭიროების შემთხვევაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვის შემთხვაში - შესაბამისი სამედიცინო დაწესებლების მიერ გაცემული ცნობა და რეკომენდაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან/და შემდგომი ასაკობრივი განვითარებისთვის 6-წელზე ზევით სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით სარგებლობის საჭიროების შესახებ.
ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი მისამართია: რუსთაველის ქ. 79, მე-4 სართული, ოთახი მე-10.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დარეკოთ ამ ნომრებზე: 595 00 84 35; 595 00 69 09.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები სამ მუნიციპალიტეტში - სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ