დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში პატარებს ინგლისურად თამაში სტუდენტმა ასწავლა - „ეს პერსპექტიულია სკოლამდელ გარემოში“
05.07.2023

ქალაქ ახალციხის N6 საბავშვო ბაგა-ბაღში, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო მზაობის ჯგუფში მიმდინარეობდა საპილოტე პროექტი „თამაში საბავშვო ბაღში ინგლისურად“, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღში მოწყობილი იყო სათამაშო გარემო, რათა ინგლისურის სწავლა ყოფილიყო სახალისო და ეფექტური. საპილოტე პროექტის ხელმძღვანელი ნარინე კაზარიანი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტია.

პროექტის მიმდინარეობის დროს მოამზადეს ფერადი ილუსტრირებული ბარათები, ჩატარდა სათამაშო და რითმული სავარჯიშოები. სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა თამაშ-თამაშით შეისწავლეს უცხოური სიტყვები, ფრაზები, სიმღერები.

„მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ენობრივი უნარების განვითარება და სწავლება. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მადლობას უხდის ნარინე კაზარიანს გაწეული უანგარო შრომისათვის. ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური წვლილის შეტანა მნიშნელოვანია და პერსპექტიულია სკოლამდელ გარემოში“, - აღნიშნავს ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 7 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს, ეროვნულ გამოცდებს აბარებს

„სკოლა არ გაძლევს ჭადრაკის თამაშით სწავლების საშუალებას, რაც ბაღში შესაძლებელია“ - საბავშვო ბაღი, სადაც ჭადრაკი ისწავლება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი