მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხვალ, 6 ივლისს, 19:00 საათზე მშობლებისთვის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებისთვის, გაიმართება ინტერაქციული ვებინარი „ბავშვის სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა ყოველდღიურ რუტინულ გარემოში“.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
► რა არის სენსორული ინტეგრაცია?
► სენსორული შეგრძნებები (8 მგრძნობელობის არხი);
► რა არის სენსორული გადამუშავების დარღვევა (SPD)?
► როგორ ამოვიცნოთ სენსორული გადამუშავების დარღვევა და რა ქცევები მიანიშნებს გარკვეულ სენსორულ სირთულეებზე?
► როგორ განვსაზღვროთ, რა ტიპის სენსორული სირთულეები აღენიშნება ბავშვს?
► ზოგადი რეკომენდაციები ცალკეული სენსორული სისტემების მიხედვით.
ვებინარის მოწვეული სტუმარი გახლავთ ოკუპაციური თერაპევტი, მულტიდისციპლინური გუნდის წევრი, ლუსი ჯალაღანია.
ვებინარის ფასილიტატორი - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, ნინო ნიკოლეიშვილი.
ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა TEAMS-ის გამოყენებით.
ვებინარზე დასწრებისთვის, მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: ვებინარზე დასასწრები ლინკი.
იხილეთ ასევე: