დღის თემა
etaloni.ge
22 საბავშვო ბაღიდან ტრენინგისთვის 50 აღმზრდელი შეირჩა - პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპი კახეთში
05.07.2023

კახეთში, ყვარელში, საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადება მიმდინარეობს.

სავალდებულო ტრენინგ-მოდულის მუნიციპალიტეტში მდებარე 22 საბავშვო ბაგა-ბაღის 50 თანამშრომლი გადის.

აღმზრდელ-პედაგოგის ტრენინგ-მოდულის გავლა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის აუცილებელი პირობაა.

საქართველოს კანონის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც მოიცავს 66 საკონტაქტო საათს, ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას და პროფესიული განვითარების სავალდებულო ეტაპს.

ყვარელში ტრენინგი ორი ჯგუფისთვის ტარდება, რომელსაც ადრეული განათლების ცენტრის, „მწვანე ალუბალის“ ტრენერები, თამარ ბაქრაძე და ნინო ჯიჯავაძე უძღვებიან.

იხილეთ ასევე:

მასწავლებელთა სახლმა აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი