დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა ვითარდებოდეს 1 წლამდე ბავშვი - უნარები, რომლებსაც მშობლები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ
03.11.2022

თითოეულ ბავშვს განვითარების საკუთარი ტემპი ახასიათებს, თუმცა მნიშვნელოვანია, გარკვეულ პერიოდში ამა თუ იმ უნარის განვითარება და მასზე დაკვირვება.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა და რა შემთხვევაში დაგეგმოს სპეციალისტთან ვიზიტი 1 წლამდე ბავშვის შემთხვევაში?

1-დან – 3 თვემდე ბავშვის უნარები უნდა იყოს ასეთი:

მოტორიკა

  • იჭერს საგანს
  • ზურგზე წოლისას ხელები მოაქვს შუაში
  • მუცელზე წოლისას სწევს თავს
  • მუცელზე წოლისას,მკლავებით იჭერს ზედა ტანს
  • მუცელზე ან ზურგზე წოლისას შლის ფეხებს
  • ხსნის და კრავს ხელის მტევნებს
  • აწვება ფეხებს, როცა ტერფები მყარ ზედაპირს ეხება
  • ხანდახან ტრიალდება მუცლიდან ზურგზე

შემეცნება

  • რეაგირებს ხმებზე
  • აკვირდება სახეს
  • თვალს/თავს აყოლებს მოძრავ ნივთებს
  • ცნობს ნაცნობ ნივთებს და ადამიანებს
  • იწყებს თვალისა და ხელის კოორდინირებას

ენა-მეტყველება

  • გამოსცემს წოვის ხმას
  • იღიმის ხმის გაგონებისას
  • ღუღუნებს, თამაშობს ხმებით
  • აშინებს ხმამაღალი ხმები

სოციალურ-ემოციური

  • ამყარებს თვალით კონტაქტს
  • სხვის ღიმილს ღიმილით პასუხობს
  • სიამოვნებს ადამიანთან თამაში
  • ხდება კომუნიკაბელური

4-დან 7 თვემდე ბავშვის უნარები უნდა იყოს ასეთი:

მოტორიკა

  • იწევს გაშლილი ხელებისკენ
  • ხელებზე დაყრდნობით ჯდება
  • მთელი წონით ეყრდნობა ფეხებს
  • სწვდება ტერფებს
  • გადააქვს ნივთი ხელიდან ხელში
  • იჭერს ნივთებს რამდენიმე თითის გამოყენებით
  • ხშირად ბრუნავს მუცლიდან ზურგზე და პირიქით

შემეცნება

  • თამაშობს ჭიტას
  • უყურებს ოჯახის იმ წევრს, ვისაც ასახელებენ
  • სწავლობს საგნებს ხელებით და პირით
  • პოულობს ნახევრად დამალულ ნივთებს
  • იჭერს მის წინ დაკიდებულ ნივთებს
  • როცა ნივთი ვარდება, აყოლებს თვალს

ენა-მეტყველება

  • ხმამაღლა იცინის და გამოსცემს ხმამაღალ ხმებს
  • პასუხობს ხმას ხმით
  • როცა ემშვიდობებიან, აქნევს ხელს
  • ხმით გამოხატავს სიამოვნებას და უსიამოვნებას
  • იყურება იქით, საიდანაც ხმა მოდის
  • იწყებს ბგერების გამეორებას

სოციალურ-ემოციური

  • სიამოვნებს სხვებთან თამაში, რეაგირებს ემოციაზე
  • აინტერესებს სარკის ანარეკლები
  • როდესაც გაღიზიანებულია, დაახლოებით ნახევარ საათში მშვიდდება

8-დან 12 თვემდე ბავშვის უნარები უნდა იყოს ასეთი:

მოტორიკა

  • ცოცავს მუცელზე
  • ეყრდნობა ხელებს და მუხლებს
  • ჯდება, დგება ავეჯზე დაყრდნობით
  • ჯდომიდან გადადის ხოხვის მდგომარეობაში
  • დადის ავეჯზე დაყრდნობით
  • დგება დახმარების გარეშე
  • სამი თითით იღებს საგნებს
  • იყენებს საჩვენებელ თითს
  • ნივთებს დებს ყუთში
  • იღებს ნივთებს ყუთიდან
  • ჯღაბნის

შემეცნება

  • უყურებს დასახელებულ ნახატს
  • შეიმეცნებს სხვადასხვა გზით (ჩხარუნი, სროლა, დარტყმა)
  • სიამოვნებს წიგნში ნახატების დათვალიერება
  • იმეორებს ჟესტებს
  • იწყებს მარტივ თამაშებს: ჭიტა, გაგორება
  • პოულობს დამალულ ნივთს

ენა-მეტყველება

  • ამბობს „დადადა“, „ბაბაბა“
  • ეძახის „დადა“, „მამა“ კონკრეტულ ადამიანებს
  • რეაგირებს „არა“-ზე და დროებით წყვეტს თამაშს
  • რეაგირებს მარტივ მოთხოვნაზე - „მომე“
  • აკეთებს მარტივ ჟესტებს, აქნევს თავს, უარის ნიშნად

სოციალურ-ემოციური

  • მორცხვობს უცხოებთან
  • ტირის, როცა დედა ან მამა მიდის
  • სიამოვნებს, როცა მის თამაშში ერთვებიან
  • იმეორებს ხმებს და ჟესტებს ყურადღების მისაქცევად
  • შეიძლება „შეამოწმოს მშობლები“ ძილის დროს

თვითმოვლა

  • თითებით ჭამს
  • იწვდის ხელებს და ფეხებს ჩაცმისას
  • შეიძლება დაიჭიროს კოვზი ჭამისას

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და დაგეგმოს სპეციალისტთან ვიზიტი, თუ:

1-დან 4 თვემდე ბავშვი

  • არ რეაგირებს მაღალ ხმებზე
  • არ აყოლებს თვალს/თავს მოძრავ ნივთებს
  • არ რეაგირებს ნაცნობი ადამიანის ხმაზე 2 თვიდან
  • არ ეხება და არ იჭერს საგნებს 3 თვიდან
  • არ უღიმის ადამიანებს 3 თვიდან
  • ვერ იჭერს თავს კარგად 3 თვიდან
  • არ ეხება და არ იჭერს სათამაშოებს

4 თვის ბავშვი

  • არ იდებს ნივთებს პირში
  • არ აწვება ფეხებს, როცა ტერფები მყარ ზედაპირს ეხება 4 თვიდან
  • უჭირს ერთი ან ორივე თვალის მოძრაობა ყველა მიმართულებით
  • თითქმის ყოველთვის უელმდება თვალები (ეს მოვლენა ნორმალურია პირველ თვეს

4-დან 7 თვემდე ბავშვს

  • კუნთები ძალიან დაჭიმული აქვს
  • კუნთები ძალიან მოდუნებული აქვს
  • თავი უკან უვარდება, როცა ზის
  • არ გამოხატავს არავითარ სითბოს/მიჯაჭვულობას მასზე მზრუნველი ადამიანის მიმართ
  • თითქოს არ მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა
  • ერთი ან ორივე თვალი „გაურბის“, შიდა ან გარე მიმართულებით
  • თვალები ხშირად უცრემლდება ან ძალიან მრგძნობიარეა შუქის მიმართ
  • არ რეაგირებს მის გარშემო არსებული ხმების მიმართ
  • უჭირს პირში ნივთების ჩადება
  • არ აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით, რათა გაარკვიოს საიდან ისმის ხმა 4 თვის
  • არ ბრუნდება მუცლიდან ზურგზე 6 თვის
  • არ შეუძლია დახმარებით ჯდომა 6 თვის
  • არ იცინის და არ გამოსცემს „ყლაპვის/წოვის“ ხმებს 5 თვის
  • აქტიურად არ ცდილობს, არ იჭერს ნივთებს 6 თვის
  • არ აყოლებს თვალს საგნებს
  • არ გადააქავს „გარკვეული“ წონა ფეხებზე 5 თვის
  • უჭირს თავის დაწყნარება, ტირის დიდი ხნის განმავლობაში

8-დან 12 თვემდე ბავშვი

  • არ ხოხავს
  • ერთი თვის განმავლობაში ხოხვისას მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილს იყენებს
  • ვერ დგება დახამრებით
  • არ ეძებს დამალულ საგნებს 10-12 თვის
  • არცერთ სიტყვას არ ამბობს - მამა, დადა
  • არ იყენებს ჟესტებს: ხელის, თავის დაქნევა
  • არ რეაგირებს ახალ გარემოსა და ახალ ადამიანებზე
  • არ ეძებს ახლობელს, როცა შეშფოთებულია
  • არ აინტერესებს ჭიტას თამაში 8თვიდან
  • არ ტიტინებს 8 თვის და ვერ ამბობს დედა, ბაბა, მამა...
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი