3 ივლისს, თბილისში, საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს ფუნქციონირება.
დედაქალაქში მდებარე 187 საბავშვო ბაღიდან, საზაფხულოდ, 45 იმუშავებს.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს
საზაფხულო ბაღები 17 ათასი აღსაზრდელის მისაღებად იყო მზად, თუმცა, როგორც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 16000-მდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა.
საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს - გოგი ჩიქოვანი
თბილისში, საზაფხულო ბაღები 3-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.
საზაფხულო ბაღების გახსნის დღეს, თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, N15 საბავშვო ბაგა-ბაღს, „ყირამალას“ ესტუმრა, სადაც დიდი მხიარულება სუფევდა - პატარებს იქ ლამაზი გარემო, უამრავი გასართობი და საცირკო წარმოდგენა დახვდათ.
იხილეთ ფოტოები: