საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ პოლონურ ორგანიზაციასთან, საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის სისტემური მხარდაჭერა“.
პროექტი საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ხორციელდება: ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, თელავში, ყვარელში, ტყიბულში, თერჯოლაში, ჭიათურაში და საჩხერეში.
როგორც აღნიშნული ასოციაცია იუწყება, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ინჟინერ-სპეციალისტებმა სამიზნე მუნიციპალიტეტების 80 საბავშვო ბაღში შეისწავლეს არსებული მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის N76 დადგენილების მე-3 დანართის ზოგიერთ მოთხოვნასთან.
მიმდინარე წლის 29-30 ივნისს გაიმართა ონლაინშეხევდრები, სადაც ინჟინერ-სპეციალისტებმა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს გააცნეს ვიზიტების შედეგად მომზადებული ანგარიშები და რეკომენდაციები. აღნიშნულ შეხევდრებს დაესწრო ასამდე მონაწილე.
ანგარიშები და რეკომენდაციები გადაეგზავნათ მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების გაერთიანებებს.
აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების 10 საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით გადაწყდა:
► ბავშვებისათვის კიბის უჯრედის სახელური მოეწყოს 50 სმ სიმაღლეზე;
► გარე სივრცეში დამონტაჟდეს განათების წყარო;
► ელექტრო როზეტებს დაუყენდეთ უსაფრთხოების ხუფები;
► საევაკუაციო გასასვლელების, მინის კარებების და კიბის საფეხურებს გაუკეთდეს მარკირება.
პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
იხილეთ ასევე: