ივლისის თვეში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზაფხულო საბავშვო ბაღები ამოქმედდა.
5 ქალაქი, სადაც საზაფხულო ბაღები იმუშავებს - თბილისში 3 დღეში 14 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა
1-ელი ივლისიდან გურჯაანში, მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობაში საზაფხულო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება.
„საზაფხულო ბაღში ის აღსაზრდელები ივლიან, რომელთა მშობლები დასაქმებულები არიან. ბაღში აგრეთვე ჩარიცხულები არიან მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველთა ოჯახების შვილებიც. საზაფხულო ბაღი მუშაობას 1-ელ აგვისტომდე გააგრძელებს“, - იტყობინება გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ