განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კონკურსი გამოაცხადა.
ავტორიზაციის საბჭოსთვის სულ 10 კანდიდატი უნდა შეირჩეს.
შესარჩევ კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტ(ებ)ი, დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის წარმომადგენლები, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირები/ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ა) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მომუშავე სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
► არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
► ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სასწავლო/აკადემიური ან/და სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
► არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
► ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საექსპერტო სამუშაო(ები)ს განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
გ) დარგობრივი სამინისტროების/მათი მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირ(ებ)ის კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
► არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
► შესაბამის დარგობრივ სამინისტროში/სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის დასაქმებულის სტატუსის ქონა აღნიშნულ დაწესებულებაში.
დ) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის/ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის ან/დაბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე პირების/ორგანიზაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატ(ებ)ი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
► არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
► ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მუშაობის ან/და ამავე სფეროში პროექტების განხორციელების ან/და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ე) დარგობრივი ასოციაციების კვოტით წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
► ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან პროფესიული განათლება;
► წარმდგენ დარგობრივ ასოციაციაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება და ავტორიზაციის საბჭოს წევრად წარდგენის მომენტისთვის ამ ასოციაციის წევრობის სტატუსის ქონა.
საბჭოს წევრის ფუნქციები
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის ფუნქციები განისაზღვრება „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვალის №76 დადგენილებით.
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ამ წესის მიხედვით დანიშნავენ - განათლების მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა
კანდიდატების წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრი) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ ან ფიზიკურმა პირმა:
► იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განაცხადი (დანართი N1);
► კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განაცხადი (დანართი N2).
ბ) განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
► ავტობიოგრაფია (CV);
► ცნობა სამუშაო ადგილიდან;
► შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
►კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ განაცხადს წარმოადგენს იურიდიული პირი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2023 წლის 03 ივლისიდან 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge.
იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი №1;ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.
იხლეთ ასევე:
საბავშვო ბაღებისთვის ახალი გზამკვლევი შემუშავდა - დეტალები
საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები