ბაღებში ძალიან დიდი პრობლემებია, რეგიონებში არის კრიტიკული მდგომარეობა, - ამის შესახებ პრმიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშით წარსდგა.
„შარშან დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1 000-მდე ბაღის რეაბილიტაციას... პირველ 100 ბაღში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები... ბაღებში ძალიან დიდი პრობლემებია, 1 000 ბაღი შემთხვევით არ მითქვამს. რეგიონებში არის კრიტიკული მდგომარეობა. ამ თემებზე არის სასაუბრო და მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს მთავრობაში“, - ამბობს ქვეყნის მეთაური
იხილეთ ასევე:პარლამენტმა აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა დაიწყო
„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?