დღის თემა
etaloni.ge
ანბანის ზეიმი ლურჯ ფერში - „33 ბავშვია ჯგუფში და ყველამ შესაბამის ასობგერაზე თქვა ლექსი“
30.06.2023

ზუგდიდის N12-ე საბავშვო ბაღში ანბანის მეჯლისი გაიმართა. ღონისძიება აღსაზრდელების სკოლაში გაცილებას მიეძღვნა.

აღსაზრდელებს მკერდზე ასოები ჰქონდათ დაბნეული და ლურჯ ფერებში იყვნენ გამოწყობილნი.

„ანბანის მეჯლისში ყველა აღსაზრდელი იყო ჩართული. 33 ბავშვია ჯგუფში და ყველამ შესაბამის ასობგერაზე თქვა ლექსი. ეს იყო ნამდვილი ანბანის ზეიმი, ქართული ანბანი ხომ ჩვენმა წინაპრებმა მზის შუქივით შემოგვინახეს... ლურჯი იმიტომ შევარჩიეთ, რომ მშვიდობის ფერია და თან თეთრთან იყო კომბინაციაში“, - გვითხრა ჯგუფის აღმზრდელმა.

აღსაზრდელების გამოსაშვებ საღამოს ღვაწლმოსილი აღმზრდელი, ამალია თოდუა ესწრებოდა, რომელსაც ბაღში მუშაობის 50 წლიანი სტაჟი აქვს და მხოლოდ ორი წელია, რაც აღარ მუშაობს.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი