დღის თემა
etaloni.ge
აღსაზრდელებს საჩუქრად „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცათ
30.06.2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ოთარ ბუჯიაშვილთან ერთად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, საბავშვო ბაგა-ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს სასკოლო მზაობის წიგნი, „პირველკლასელთა აკადემია“, საჩუქრად გადასცა.

სასკოლო მზაობის წიგნი, რომლის ავტორიც სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების ყველა აღსაზრდელს გადაეცა - 336 მომავალ პირველკლასელს.

„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა, მეტობა და ნაკლებობა“ - მშობელი „პირველკლასელთა აკადემიაზე“

ქალაქის მერმა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორმა, ნონა დავითაშვილმა, სკოლამდელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.  

„ჩვენმა აღსაზრდელებმა საბავშვო ბაღის დასრულება მხიარული აქტივობებით აღნიშნეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, რომელსაც ესწრებოდნენ მერის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და რესურს ცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი“, - იტყობინება ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი