საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე თემატური მოკვლევა დაიწყო.
ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება, ასევე მასზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კომიტეტი იუწყება, თემატური მოკვლევა ეხმარება საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში, აქტუალური საკითხის შესწავლასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნის შემუშავებაში.
მოკვლევის შედეგად მოხდება:
განათლების კომიტეტი პირობას დებს, რომ რეგულარულ რეჟიმში გაუწევს ზედამხედველობას გაცემული რეკომენდაციების შესრულებას.
თემატური მოკვლევის გეგმა და ვადები:
მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 28 ივნისი - 20 ივლისი, 2023 წელი
მიღებული ინფორმაციის ანალიზი - 21 ივლისი - 20 აგვისტო, 2023 წელი
ზეპირი მოსმენები - 11-20 სექტემბერი, 2023 წელი
დასკვნის მომზადება - 20 ნოემბერი, 2023 წელი.
იხილეთ ასევე:
პარლამენტმა აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა დაიწყო
სკოლამდელ განათლებაზე პარლამენტში მოკვლევა ჩაატარეს - „წლის ბოლოს მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ“