საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა შემდეგ საკითხზე: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე.
მოკვლევის მიზანია:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გავლენის შესწავლა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
- დაწესებულებებში ადამიანური რესურსის გავლენის დადგენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე;
- აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა განვითარების მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება;
- აღმზრდელ-პედაგოგთა ანაზღაურების საკითხის შესწავლა;
- ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გამოწვევების შესწავლა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
- დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და დამხმარე მექანიზმების შეფასება.
თემატური მოკვლევის პროცესში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გააგზავნოს თავისი პოზიცია თანდართული ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტის შესაბამისად, 20 ივლისამდე, ამ ელექტრონულ მისამართზე -
edu@parliament.ge.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების პერსონალისთვის დაპირებული 100-ლარიანი მატება და რეალობა - რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ლარით გაიზარდა ხელფასი
„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს