ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება დაიწყო.
როგორც აღნიშნული დაწესებულება იუწყება, პირველი ეტაპისათვის შეარჩიეს 25 აღმზრდელი, რომლებიც გაივლიან აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიან ტრენინგ-მოდულს, რომლის მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისაგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა 2 საათია.
ტრენინგ-მოდულის წარმატებით გასავლელად, მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა 100 ქულიდან, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ახალციხეში ტრენინგებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა დოლიძე ატარებს.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის გავლა