ხელვაჩაურში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა - „წინ სკოლისაკენ“.
გამოსაშვებ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღის 580 აღსაზრდელი მონაწილეობდა.
სკოლამდელების ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ესწრებოდა, რომელმაც ბავშვებს საბავშვო ბაღის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
ღონისძიებაზე, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები და სხვადასხვა საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები: