სენაკის N2 საბავშვო ბაღსა და N5 ბაგა-ბაღში გამოსამშვიდობებელი აქტივობა ჩატარდა - „გვიხმობს სკოლის ზარი“.
საზეიმო შემაჯამაბელი ღონისძიება სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა საინტერესოდ და მხიარულად წარმოადგინეს.
„სასკოლო მზაობის ჯგუფის ყველა აღსაზრდელმა, მუნიციპალიტეტის მერიისგან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, საჩუქრად სიგელები და სასკოლო ნივთები გადაეცათ“, - იტყობინება სენაკის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
როგორ ირკვევა, საჩუქრებს მერიისგან, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღების გამოსაშვები ჯგუფის ყველა აღსაზრდელი მიიღებს.
2022-2023 სააღმზრდელო წლის მონაცემებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 27 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1 100 ბავშვი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან სკოლაში სწავლას კი წელს სულ 377 ბავშვი გააგრძელებს.
„377-მა აღსაზრდელმა საჩუქრად მიიღო ფერად საქაღალდეში მოთავსებლი შემდეგი ნივთები: ქართულის რვეული, მატემატიკის რვეული, საწერი კალამი, სახატავი რვეული, ფერადი ფანქრების ნაკრები, ფლომასტერების ნაკრები, სახაზავი, საშლელი, სათლელი. გადავეცით ასევე სიგელები, სადაც მითითებული იყო, რომ კონკრეტულმა აღსაზრდელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ბაღში ჩატარებულ ყველა აქტივობაში. ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს 3 487 ლარი დაუჯდა“, - გვითხრეს სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში.
იხილეთ ასევე:
„საბავშვო ბაღებიდან შიშით ველოდები ახალი ვიდეოების გავრცელებას“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი