დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელებმა ბაღის ეზოს მაკეტები წარმოადგინეს - „გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ახალი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეთ“
28.06.2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული 66 საათიანი ტრენინგ-მოდულის მიხედვით მიმდინარეობს.

აღმზრდელებმა, ტრენინგის ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოს მაკეტები წარმოადგინეს.

„ეზოს მაკეტები წარმოადგინეს, სადაც გათვალისწინებული იყო ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ახალი სტანდარტის მიხედვით უნდა ჰქონდეთ, ბავშვის მრავალმხრივი განვითარების მიხედვით მოწყობილი... ეზოს ფიზიკურ თამაშებს დიდი  მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჰოლისტური განვითარების პროცესში, ეზოში მათ შეუძლიათ ბუნებრივად გამოხატონ საკუთარი თავი, იმოძრაონ და იხმაურონ, კავშირი ჰქონდეთ ბუნებასა და ცოცხალ არსებებთან, ისაუბრონ ერთმანეთთან და დაისვენონ“, - აღნიშნულია ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბავშვო ბაღების მაკეტების პრეზენტაციას ესწრებოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა დაგანათლების სამსახურის უფროსი, მიხეილ დალაქიშვილი და სკოლამდელი  გაერთიანების  დირექტორი, ეკატერინე კიბაბიძე.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი