ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა და ის პატარებს სექტემბრიდან მოემსახურება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შამგონას გარდა, ახალი საბავშვო ბაღები შენდება სოფელ რუხში, დარჩელსა და ჭითაწყარში.
ახალ საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
2023 წელს დაგეგმილია 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია.
ბაღები რომელთა მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება:
ზუგდიდში საბავშვო ბაღი „წითელქუდა“
ზუგდიდის N5 საბავშვო ბაღი
სოფელ ოდიშის საბავშვო ბაღი „ოდიში“
სოფელ ქვემოკახათის საბავშვო ბაღი
სოფელ ოქტომბრის საბავშვო ბაღი
სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღი
ბაღები რომელთა რეაბილიტაციაც 2023 წელს დაიწყება:
სოფელ ნარაზენის N2 საბავშვო ბაღი
სოფელ კახათის საბავშვო ბაღი „რწმენა“
სოფელ რიყეს საბავშვო ბაღი
სოფელ ცაცხვის საბავშვო ბაღი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის მიხედვით, რომელიც საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს გულისხმობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ 214 ბაღის ინფრასტრუქტურული პროგრამა განხორციელდება, რითაც ამ სფეროში საჭიროება სრულად უნდა აღმოიფხვრას.
იხილეთ ასევე:
სოფელი, სადაც ლიფტიანი საბავშვო ბაღი შენდება - ექნება საკონცერტო და სათამაშო დარბაზი