ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში ეზო, გარე სივრცეები მოწყობილია პროგრამის ფარგლებში მეთოდოლოგიისა და კურიკულუმის მიზნების შესაბამისად.
საბავშვო ბაღის ცნობით, ეზო ისეა დაგეგმარებული, რომ შესაძლებელია ბავშვის ყველა ფიზიკური საჭიროების დაკმაყოფილება, ასევე, მრავალფეროვანი საქმიანობების განხორციელება ბავშვების მრავალმხრივი, ჰოლისტური განვითარებისთვის.
საბავშვო ბაღების ეზოებში მონიტორინგის ჯგუფი შევიდა
„ეზოს მსგავსად მოწყობის მიზანია -„ბაღი გარეთ“ რაც გულისხმობს საბავშვო ბაღში არსებული რესურსების და პირობების გამოყენებით სააღმზრდელო პროცესისა და სარეჟიმო მომენტების ნაწილობრივ გადატანას ბაღის სივრცეში, რადგან ბაღს აქვს შემოსაზღვრული ეზოს ტერიტორია.
„ბაღი გარეთ“ პროექტის ფარგლებში მოეწყო სივრცეები სიმულაციური თამაშებისთვის. მეორადი მასალის გამოყენებით საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან ერთად, მშობლების ჩართულობით, აღსაზრდელებისთვის ეზოს ტერიტორია მოეწყო ცენტრებად“, - იტყობინება საბავშვო ბაღი.
იხილეთ ფოტოები: