ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სიახლეებია.
სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები, აღმზრდელები და აღმზრდელის თანაშემწეები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიან ტრენინგ-მოდულის საფუძველზე, აღმზრდელ-პედაგოთა გადამზადებას გადიან. ტრენინგს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკრედიტებული სპეციალისტი მარიამ გოგოლიშვილი ატარებს. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ეს მოდული უკვე მეოთხე ჯგუფს უტარდება.
ამის გარდა, ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გაერთიანების დირექტორმა, აიშე თებიძემ მეთოდისტებთან ერთად განიხილა ახალი კურიკულუმის „თამაშის“ დანერგვა, ჯგუფების კურიკულუმის შესაბამისად მოწყობა და ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მუნიციპალიტეტში მდებარე 15-ვე ბაგა-ბაღში.
იხილეთ ასევე: