დღის თემა
etaloni.ge
„ამ წიგნმა თვალსა და ხელს შუა გაახალისა და ახლა სწავლაზეა შეყვარებული ჩემი შვილიშვილი, ალექსანდრე“ - გოჩა ტყეშელაშვილი „პირველკლასელთა აკადემიაზე“
27.06.2023

როგორ შეიქმნა წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც როგორც მშობლებისა და ბავშვების, ისე მასწავლებლებისთვისაც ფრიად გამოსადეგი წიგნია? ამის შესახებ მის პროლოგში, ავტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი ყვება:

„კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიძნელეები, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე რთულად გადასალახი პირველკლასელებისთვის აღმოჩნდა... ეს პრობლემა ჩვენს ოჯახსაც უშუალოდ შეეხო! ამიტომაც, მთელი ოჯახი ღრმად ჩავუფიქრდით, დისტანციური და ჰიბრიდული სასკოლო ცხოვრებისას, როგორ შეგვეყვარებინა ჩვენი ოჯახის პირველკლასელისთვის სწავლა და მარტივად აღსაქმელი გამოსავლის ძიება დავიწყეთ. დავეყრდენით საგანმანათლებლო სფეროში მთელი ჩვენი ოჯახის 30 წლიან ძალზედ წარმატებული მოღვაწეობას და მივაგენით ეფექტურ მეთოდს...

ეს მეთოდი, ერთი შეხედვით უმარტივესია, რომელიც ჩვენდა გასახარად, ძალზედ ეფექტური აღმოჩნდა. თვალსა და ხელს შუა გახალისებული, სწავლაზე შეყვარებული ჩემი შვილიშვილის ალექსანდრეს დანახვისას, ახლა უკვე თქვენს პირველკლასელ შვილებსა და შვილიშვილებზე ფიქრი მომეძალა... ჩვენ ამ თანამედროვე მეთოდს „პირველკლასელთა აკადემია – IZRUNE.GE-ს მეთოდი დავარქვით, სისტემაში მოვიყვანეთ და სწორედ მას გთავაზობთ.

„პირველკლასელთა აკადემია — IZRUNE.GE–ს მეთოდი“ ძალზედ მარტივი, ამავე დროს ეფექტური და ყველასათვის ხელმისაწვდომია. თანაც, სასკოლო სწავლების სამივე ვერსიას: დისტანციურს, ჰიბრიდულს და ტრადიციულს, ორგანულად ერწყმის და ხელს უწყობს“.

მეთოდი, რომელზეც გოჩა ტყეშელაშვილი საუბრობს „პირველკლასელთა აკადემიაში“ დაწვრილებით არის განხილული.

იხილეთ ასევე:

სანამ ბავშვს სკოლაში შეიყვანთ, გაატარეთ „პირველკლასელთა აკადემია“ - მარტივი მეთოდები ანბანის შესასწავლად

„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა, მეტობა და ნაკლებობა“ - მშობელი „პირველკლასელთა აკადემიაზე“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი