ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან გამოთხოვების დღე აღნიშნეს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იტყობინება, პატარებმა, აღმზრდელებთან და მშობლებთან ერთად ნამდვილ, ეს დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს.
„პატარები ლაღად და თავისუფლად საუბრობდნენ საბავშვო ბაღში გატარებულ დროზე, მეგობრებზე, მომავალ სურვილებზე, რასაც ბაღის ულამაზესს ეზოში მოწყობილ სივრცეებში ახმოვანებდნენ.
ერთ-ერთ სივრცეში, ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს, საკუთარი ხელით მორთეს და დააგემოვნეს ხილის ტორტი, შემდეგ კი, მათივე მოწყობილ „ტურისტულ სააგენტოს“ ეწვივნენ და „სამოგზაუროდაც“ გაემგზავრნენ“.
იხილეთ ფოტოები: