დღის თემა
etaloni.ge
მოტივირებული მშობლები „ციფრულ ელჩებად“ გადამზადდენ - მიღებულ ცოდნას შვილების საბავშვო ბაღებში გაავრცელებენ
27.06.2023

25-26 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მშობლები განათლებისთვის“, ციფრული ბანაკი მოაწყო, სადაც აქტიური და მოტივირებული მშობლები „ციფრულ ელჩებად“ გადამზადდენ.

მონაწილეები გორში, ბოლნისსა და თბილისში ჩატარებული ტრენინგებიდან შეირჩა.

ციფრული უსაფრთხოების საკითხების გარდა, ბანაკში მშობლებმა დამატებითი უნარებიც შეიძინეს, რაც მომავალში მათ ტრენინგების ჩატარებასა და სხვა მშობლებთან კომუნიკაციაში დაეხმარებათ.

„ციფრული ელჩები“ ბანაკში მიღებულ ცოდნას შვილების სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაავრცელებენ და ამგვარად ეკრანდამოკიდებულებისა და ციფრული უსაფრთხოების კუთხით მშობელთა ცნობიერებას აამაღლებენ.

პროექტი ესტონურ ორგანიზაცია „ელექტრონული მართვის აკადემიასთან“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ პარტნიორობით DRIVE პროექტის ფარგლებში ხორციელდება, ბრიტანული კორპორაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღმა მშობლებს უნდა გააცნოს შვილების შეფასების შედეგები - ავტორიზაციის მესამე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი