ბათუმის N28-ე საბავშვო ბაღში სასკოლო ასაკის აღსაზრდელების საანგარიშო აქტივობების სანახაობა და პროექტის - „ბაღი გარეთ“ პრეზენტაცია მოეწყო.
საბავშვო ბაღის ეზოში მოწყობილი გარე სივრცეების დასათვალიერებლად საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ირაკლი თავდგირიძემ და საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით დიასამიძეც მივიდნენ.
„პროექტი ,,ბაღი გარეთ“ ითვალისწინებს საბავშვო ბაღში არსებული რესურსების და პირობების მაქსიმალურად გამოყენებას სააღმზრდელო პროცესში. ახალი პროექტის მიხედვით, ბაღის ეზოების დაგეგმარება აღსაზრდელების ყველა ფიზიკურ საჭიროებაზეა მორგებული, რაც მათი მრავალმხრივი განვითარებისა და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნად წარმართვის საშუალებას იძლევა“, - იტყობინება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.
პატარებმა, გარე სივრცეში, სხვა აქტივობებთან ერთად, სალათები და აჭარული ხაჭაპურები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები: