გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების N1 ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ორიგინალურად გააცილეს.
მუსიკის მასწავლებელმა, თამარ ზედგინიძემ ამ დღისთვის, საკუთარი ხელით, „მუსიკალური ინსტრუმენტები“ შექმნა.
„დასარტყამი ინსტრუმენტები“, „გიტარები“, „ხმის გამაძლიერებელი“, „მიკროფონები“ და სხვა დეტალები მეორადი მასალისგან შეიქმნა. მუსიკის მასწავლებელმა ამისთვის მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, ბამბუკის ჯოხები და სხვა მასალები გამოიყენა.
„სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ბავშვები საოცრად თავისუფლად და ლაღად გრძნობდნენ თავს, ყველა მონაწილეს მოუწია „ინსტრუმენტთან“ ურთიერთობა, ზოგმა „დიჯეობა“ მოინდომა... ულამაზესი სანახაობა იყო“, - გვითხრა ბაღის ფსიქოლოგმა, ნათია მედულაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: