დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის პერსონალმა პატივი უნდა სცეს კოლეგების პროფესიულ გამოცდილებას - თანამშრომლებთან ურთიერთობის ნორმები
26.06.2023

საბავშვო ბაღის პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები მუნიციპალიტეტების მიერ ინდივიდუალურად არის ჩამოყალიბებული.

თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი დოკუმენტების მიხედვით, ქცევისა და ეთიკის ნორმები თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს, ასეა ჩამოყალიბებული:

► საბავშვო ბაღის პერსონალს, ერთმანეთის მიმართ უნდა ჰქონდეს  კოლეგიალური, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობა. 

► პერსონალი უნდა მუშაობდეს გუნდურად, მხარს უჭერდეს თითოეული თანამშრომლის ინიციატივებს და, ასევე, ქმნიდეს ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

► პერსონალი მხარს უნდა უჭერდეს თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

► პერსონალი უნდა ამჟღავნებდეს პროფესიულ სოლიდარობას და კოლეგიალობას.

► პერსონალი მხარს უნდა უჭერდეს თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო რესურსის გაზიარების გზით.

► პერსონალი, დაწესებულებაში დაძაბული ურთიერთობის წარმოშობის შემთხვევაში, უნდა ზრუნავდეს მის განმუხტვაზე და ორიენტირებული იყოს დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტაზე.

► პერსონალი უნდა აღიარებდეს და პატივს სცემდეს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, ინდივიდუალობასა და პროფესიულ გამოცდილებას.

► პერსონალი თავს უნდა არიდებდეს თანამშრომლის საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლეოდეს იმპერატიულ მითითებებს თანამშრომლის მისამართით.

► პერსონალი პატივს უნდა სცემდეს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობდეს კონსენსუსის მიღწევას.

► პერსონალმა უნდა აღკვეთოს ისეთი ქმედება, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს თანამშრომელს ან ხელს შეუშლის მას უფლებამოსილების განხორციელებაში.

► პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და მსოფლმხედველობრივ შეხედულებებს თანამშრომლებს.

იხილეთ ასევე:

„ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რა ხარისხს, რა სტანდარტს ვახვედრებთ“ - განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

რომელი უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი