წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრეიკეთის მე-12 საბავშვო ბაღში, სასკოლო მზაობის ჯგუფი, იასამნისფრად გააცილეს.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე ყველფერი იასამნისფრად ელავდა - კაბები, შარვლები, ფარდები, ბუშტები...
თეთრი ზედა და იასამნისფერი კაბა თუ შარვალი - ეს აღსაზრდელების ჩაცმულობა იყო, აღმზრდელები კი იასამნისფერ ზედებსა და თეთრ ქვედაკაბებში იყვნენ გამოწყობილნი.
იასამნისფერი და თეთრი მხოლოდ დიდ ფურცელზე ჩაანაცვლეს ბავშვების ანაბეჭდებმა - პატარებმა სხვადასხვა ფერის საღებავით შეღებილი ხელები წარწერის ქვეშ, - „ამ ბაღში ჩვენს ანაბეჭდს ვტოვებთ“, მიადეს.
იხილეთ ფოტოები: