სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანია, დაწესებულების პერსონალს ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მართვაში, - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადებულ პუბლიკაციაში „გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი“.
აღნიშნული პუბლიკაციის მიხედვით, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იქნება ეს ყველასათვის მნიშვნელოვანი, თუ შედარებით წვრილმანი საკითხები.
თანამშრომელთა მრავალფეროვანი მოსაზრებების მოსმენა და ერთობლივი მსჯელობა წაახალისებს პერსონალის აქტიურობას და გააღრმავებს პროფესიული ღირსების შეგრძნებას, რაც დადებითად აისახება თანამშრომლებს შორის ურთიერთობებზეც.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელ განათლებაზე პარლამენტში მოკვლევა ჩაატარეს - „წლის ბოლოს მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ“