დღის თემა
etaloni.ge
ბავშვების დაფინანსება იზრდება - დადგენილება ივლისიდან ამოქმედდება
23.06.2023

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ასაკის ბავშვები, 2023 წლის ივლისიდან, 150 ლარის ნაცვლად თვეში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. 

პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი.

ცვლილება 233 000-მდე ბავშვს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი.

ხილეთ ასევე:

„არ დავუშვებთ ბაღებში ძალადობას და პროპაგანდას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ბავშვები რთულ პირობებში იზრდებიან“ - ირაკლი ღარიბაშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი