დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელ განათლებაზე პარლამენტში მოკვლევა ჩაატარეს - „წლის ბოლოს მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ“
23.06.2023

დღეს, 23 ივნისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე გავლენის შეფასების მიზნით, თემატური მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი განიხილეს.

როგორც საკითხის მომხსენებელმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ სხდომაზე განაცხადა, მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე იქნება, ამ ჯგუფის წევრობის სურვილი კომიტეტის წევრმა, გრეტა წიწავამ გამოთქვა და ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ ეს ორი წევრია. 

„სანამ კომიტეტი გაიყოფოდა, სკოლამდელ განათლებაზე მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა გვაქვს ჩატარებული, თუმცა, როგორც შევთანხმდით, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსების შეფასება კონკრეტულად სკოლამდელ განათლებაში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომლებიც, ვფიქრობთ, ჩაერთვებიან ამ თემატურ მოკვლევაში. შესაბამისად, წინასწარ რაც შეიძლება ითქვას, ეს იქნება მნიშვნელოვანი მიგნებები და შედეგები, რომლებზეც შეიძლება ეს თემატური მოკვლევა გავიდეს და თუ ვინმეს სურვილი გექნებათ, პარლამენტის წევრებს ან კომიტეტის თანამშრომლებს, ჩაერთვებით. ჩვენ ასევე აქტიური კომუნიკაცია გვექნება საბჭოსთან, რომელიც ჩვენს კომიტეტში შეიქმნა სკოლამდელი განათლების მიმართულებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მნიშვნელოვან დოკუმენტს მივიღებთ, რომელიც მომდევნო წლისთვის, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს“, - თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.

იხილეთ ასევე:

„ვალდებულნი ვართ, ვიცოდეთ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რა ხარისხს, რა სტანდარტს ვახვედრებთ“ - განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

თვითშეფასება 2028-დან 215-მა ბაღმა მოახერხა - განათლების სამინისტროს სკოლამდელი განათლების ექსპერტთა შერჩევა გაუჭირდა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი