„ოოო - ო სასიამოვნო ხმოვანია თანხმობისა და აღფრთოვანებისა. ე.ი. რაღაცის აქამდე ბოლომდე არ გჯეროდა, ახლა უკვე დაიჯერე და მაშინვე, აღფრთოვანებით და თანაც, სიამოვნებით დაეთანხმე“, - წერია წიგნში - „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც თქვენს შვილებს ქართულ ანბანს თანამედროვე, ინოვაციური მეთოდით შეასწავლის.
რა ემოციებთან არის დაკავშირებული დანარჩენი 4 ხმოვანი? ამის შესახებ სწორედ ამავე წიგნში ამოიკითხავთ.
კიდევ რის სწავლა შეუძლია ბავშვს „პირველკლასელთა აკადემიიდან“? ამის შესახებ მშობელი, სოფო შანავა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„ამ წიგნით ვასწავლე ჩემს შვილს თამაშით ბგერების გამოთქმა - რომელი იყო ხმოვანი, რამდენი ხმოვანია... ასევე, ვისწავლეთ ცხოველებისა და ბოსტნეულის გარჩევა, ცხოველებს შევუსაბამეთ თავიანთი ჩრდილი. „იპოვე 5 განსხვავებაც“ კარგია. ჩემი გოგონა გონიერია და ყველაფერს ადვილად ხვდებოდა ამ წიგნით. ძალიან კარგი გონების სავარჯიშოა. აქედან ვისწალეთ ასევე მეტობა და ნაკლებობა. სასკოლო პროგრამის დაწყებასთან ერთად, „პირველკლასელთა აკადემია“ ძალიან კარგი დამხმარეა. ბავშვი ასე ანბანს, ასოებს უფრო კარგად იგებს. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი წიგნია, რისთვისაც ავტორს მადლობას ვუხდით“.
იხილეთ ასევე: