დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში განმავითარებელი რესურსები შექმნეს - „აღმზრდელისა და აღსაზრდელის ერთობლივი მუშაობა განსაზღვრავს, თუ რა უნარ-ჩვევებს და შედეგს იღებს ბავშვი“
22.06.2023

„მშვენიერების სამყაროში გვამოგზაურა N4 საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო პერსონალმა (მენეჯერი მ.ღლონტი, მეთოდისტი ნ.გრძელიძე), რომლებმაც გამოფენაზე წარმოადგინეს აღსაზრდელებთან ერთად, მეორადი მასალებისგან შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი სხვადასხვა თემებზე: „ფერმა“, „ზოოპარკი“, „ბუნების მრავალფეროვნება“, „მხიარული რიცხვები“ და სხვა“, - იტყობინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციით, სპეცპედაგოგმა და ლოგოპედმა შექმნეს ბავშვის საჭიროებებისთვის განკუთვნილი განმავითარებელი რესურსები - სწორი სუნთქვითი ვარჯიშისთვის, სენსორული დაფა-ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვის, ფაზლი და დომინო - შემეცნებითი სფეროს, ემოციების, ფერების კატეგორიზაციის, მეხსიერების, მეტყველებისა და ლოგიკური უნარების განვითარებისთვის.

„აღმზრდელისა და აღსაზრდელის ერთობლივი მუშაობა, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა განსაზღვრავს, თუ რა უნარ-ჩვევებს და შედეგს იღებს ბავშვი, რაც ხარისხის სტანდარტის განმსაზღვრელია“.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი