დღის თემა
etaloni.ge
„არ დავუშვებთ ბაღებში ძალადობას და პროპაგანდას“ - ირაკლი ღარიბაშვილი
21.06.2023

აღსანიშნავია საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს, რაც საგანგაშო ტენდენციაა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დაუშვებს ლგბტ პროპაგანდას საბავშვო ბაღებში, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში მიღებულია.

„ყველა ადამიანს აქვს უფლება, ცხოვრების წესი აირჩიოს, ჩვენ არავის საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს უცხოეთში, უკვე ბაღებში და სკოლებში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება! ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ, რომ მიუღებელია, სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა... არ დავუშვებთ ძალადობას და პროპაგანდას ბავშვებზე. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - ამბობს ქვეყნის მეთაური.

იხილეთ ასევე:

ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ

სოფელი, სადაც ლიფტიანი საბავშვო ბაღი შენდება - ექნება საკონცერტო და სათამაშო დარბაზი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი