ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
სოფელში, სადაც 3 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, 150 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შენდება, რომლის საერთო ფართობი 2601 კვ.მ-ს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ტერიტორიაზე სტადიონი, შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტი, გარე სათამაშო მოედანი და ეზო მოეწყობა.
ახალ საბავშვო ბაღის შენობაში ხუთი საგანმანათლებო ჯგუფი, დიდი საკონცერტო და სასწავლო-სათამაშო დარბაზი განთავსდება, ბაღი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით იქნება აღჭურვილი.
პროექტის საერთო ღირებულება 5 178 548 ლარია.
იხილეთ ასევე:
ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ