მასწავლებელთა სახლმა აღმზრდელ-პედაგოგთა ტრენინგებისთვის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 13 აგვისტოს N 70/ნ ბრძანების თანახმად აცხადებს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შესარჩევ კონკურსს.
კონკურსში მონაწილე, ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.
2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.
3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.
4. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“
ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი - 18:00 საათი.ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია, რომელსაც სურს გახდეს ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი, განცხადებით მიმართავს ცენტრს - შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@tpdc.ge.
განცხადების ფორმა იხილეთ აქ მითითებულ ბმულზე: განცხადების ფორმაგანცხადებას თან უნდა ერთოდეს:ა) ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის პერსონალის ავტობიოგრაფია (CV);
ბ) ტრენინგმოდულის პირობებით განსაზღვრული საქმიანობის (ფუნქციის) დამადასტურებელი ცნობები სამსახურებიდან;
გ) საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსების ავტორობის/თანაავტორობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონული სახით;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის შერჩევას/შესაბამისობის დადგენას ახდენს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.
კომისიის მიერ შერჩეული პირი, ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლებას მოიპოვებს ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც წარმოადგენს ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციისთვის ტრენინგ-მოდულის ჩატარების უფლების მინიჭების საფუძველს.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალებიაღმზრდელ-პედაგოგების ტრენერების შესარჩევად მასწავლებლის სახლმა კონკურსის გამოაცხადება დაგეგმა