დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები სამ მუნიციპალიტეტში - სად და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ
21.06.2023

საბავშვო ბაღების ნაწილში 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წლის რეგისტრაციისთვის პროცესი უკვე დაიწყო, ნაწილში კი ვადები გამოცხადდა.

ამჯერად 3 მუნიციპალიტის სოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეგისტრაციის დეტალებზე გიამბობთ.

ყვარლის მუნიციპალიტის საბავშო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1 ივნისიდან - 10 სექტემბრამდე იწარმოებს.

 რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთები:

  1. ბავშის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. ბავშვის ფოტო სურათი 3/4 ზე-2 ცალი;
  3. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა #100;
  4. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) ფორმა#50;
  5. შეფასება/რეკომენდაცია ბავშვის საბავშვო ბაღში ჩართვის თაობაზე სამედიცინო დაწესებულებიდან;
  6. ბავშვის აცრების ბარათი;
  7. მშობლების (მეურვეების) პირადობის მოწმობის ასლი.

ქალაქ ყვარლის ბაღშებში ჩასარიცხი ბავშვების დასარეგისტრება იწარმოებს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, მისამართი: კუდიგორის ქ. N2.

სოფლის ბაღებში ჩასარიცხი ბავშვების საბუთები კი მშობელმა სასურველი ბაღის მენეჯერთან უნდა მიიტანოს.

ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 3 ივლისს და დასრულდება 7 ივლისს.

რეგისტრაციის დრო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. აღსაზრდელის ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ქსეროასლი;
  2. აღსაზრდელის ჯანმრთელობის ცნობა;
  3. მშობლის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
  4. აღსაზრდელის სურათი 2 ცალი 3/4-ზე;
  5. ცნობა სოციალური სამსახურიდან სოციალური სტატუსის არსებობის შემთხვევაში;
  6. ჯანმრთელობის სპეცფორმა N100 შშმ სტატუსის არსებობის შემთხვევაში.

გორის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა  რეგისტრაცია ორ ეტაპად იწარმოებს.

პირველი ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს და გაგრძელდება 21 ივლისის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, ვისი და-ძმაც უკვე არის იმავე ბაღის აღსაზრდელი. რეგისტრაციისთვის განცხადება უნდა დაიწეროს ბაღის დირექტორთან.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი.

ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www.gorikids.ge, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.

ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.

მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში.

დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით.

დოკუმენტების ჩამონათვალი:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
  3. ორი ფოტოსურათი 3/4-ზე;
  4. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
  5. რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
  6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.

რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იმავე ელექტრონულ მისამართზე, „რეგისტრაციის გადამოწმების“ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით.

იხილეთ ასევე:

ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ

მუნიციპალიტეტში, სადაც საზაფხულო ბაღები არ იქნება, არდადეგები 16 ივლისს იწყება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი