დღის თემა
etaloni.ge
მუნიციპალიტეტში, სადაც საზაფხულო ბაღები არ იქნება, არდადეგები 16 ივლისს იწყება
20.06.2023

ქარელის მუნიციპალიტეტში  საბავშვო ბაღში საზაფხულო არდადეგები 16 ივლის დაიწყება.

საბავშვო ბაღების გაერთიანების ცნობით, საზაფხულო ბაღები მუნიციპალიტეტში არც წელს იმუშავებს.

„საზაფხულო ბაღები ქარელში არ იმუშავებენ, ამის მოთხოვნა არ ყოფილა“, – უთხრეს ადგილობრივ მედიას გაერთიანებაში.

საზაფხულო არდადეგები ქარელში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქარელის მუნიციპალიტეტში 24 საბავშვო ბაღია.

საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს ეხება, აღნიშნულია, რომ ბავშვთა რაოდენობის გაზრდის გამო, მიმდინარე წელს, ქარელში იგეგმება ახალი, ოთხჯგუფიანი საბავშვო ბაღის აშენება. ასევე ახალი ბაღის შენობები აშენდება სოფლებში - რუისი, ურბნისი და დვანი.

სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სოფლების საბავშვო ბაღებს: აბანო, ქვემო ხვედურეთი, ქვენატკოცა, მოხისი, ბრეთი, რუისის N2 და N 3, კეხიჯვრი და ბრეთის მეურნეობა.

2023 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში სულ 1500 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული.

24 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულია 351 თანამშრომელი, მათ შორის, 68 აღმზრდელი და 68 თანაშემწე.

იხილეთ ასევე:

ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ

საზაფხულო ბაღები ქუთაისშიც იქნება - ნახეთ დეტალები და მისამართები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი