დღის თემა
etaloni.ge
ვის შეუძლია ბავშვის საზაფხულო ბაღში დარეგისტრირება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ვერ მოახერხეთ
20.06.2023

დღეს, 20 ივნისს, 10:00 საათზე თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღები ივლისის განმავლობაში იმუშავებს.

პატარების დარეგისტრირება მარტივი სარეგისტრაციო აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ - საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია.

ვინც ბავშვის დარეგისტრირებას სააპლიკაციო ფორმით ვერ მოახერხებს, შეუძლია, მიმართოს იმ საბავშვო ბაღს, სადაც სურს, მისმა პატარამ იაროს ივლისის განმავლობაში და ბაღი თვითონ დაეხმარება, - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, არცერთი მსურველი საზაფხულო ბაღის გარეშე არ დარჩება.

„რჩევა მინდა მივცე მშობლებს - წინასწარ გაეცნონ საბავშვო ბაღების ჩამონათვალს, რომლებიც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში. რაც შეეხება იმას, თუ ვის შეეძლება ისარგებლოს საზაფხულო ბაღების პროექტით, ყველა აღსაზრდელს ექნება შესაძლებლობა, ვინც რეგისტრირებულია მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში და ასევე, იმ აღსაზრდელებსაც, ვინც დამამთავრებელ ჯგუფებში არიან და წელს ასრულებენ საბავშვო ბაღს...

ჩვენ წელს გავითვალისწინეთ მშობლების მოთხოვნა. შესაბამისად, გაიზარდა ადგილების რაოდენობა და სრულად დავაკმაყოფილებთ ყველას მოთხოვნას. მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ სანერვიულო არაფერია... ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო, სახალისო აქტივობებით დატვირთული პროგრამა, რომ მაქსიმალურად საინტერესო იყოს ბავშვებისთვის ივლისის თვეში საზაფხულო ბაღში გატარებული დრო. ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი ბავშვებისთვის, მათ შორის, კვების ჩათვლით“, - თქვა გოგი ჩიქოვანმა პირდაპირ ეთერში.

რაც შეეხება საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, რომლებიც ივლისში იმუშავებენ, მათთვის ეს ნებაყოფლობითია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დამატებით ერთი თვის შემოსავალი სრულად აიღონ.

იხილეთ ასევე:

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს

საზაფხულო ბაღები ქუთაისშიც იქნება - ნახეთ დეტალები და მისამართები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი