ქალაქ ქუთაისში მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ორი საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
საზაფხულო ბაღი 3 ივლისს გაიხსნება მაისურაძის ქუჩა N7-ში, სადაც N12 საბავშვო ბაღი მდებარეობს და ბუხაიძის ქუჩაზე, მე-2 მიკრო რაიონის N14-ში, N17 საბავშვო ბაღში. საბუთების მიღება 23 ივნისის ჩათვლით იწარმოებს.
რაც შეეხება 2023-2024 სააღმზრდელო წელს, ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის სექტემბერში. კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
შერჩეულ ბაღში მშობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
იხილეთ ასევე:
20 ივნისს საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - დეტალები და დოკუმენტების ჩამონათვალი