დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების კურიკულუმის 21 ექსპერტი განათლების სამინისტრომ გადაამზადა - „იმსჯელეს კონკრეტული მაგალითებით“
19.06.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კურიკულუმის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის 3 დღიანი ტრენინგი გაიმართა.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსში შესულია 21 კურიკულუმის ექსპერტი.

როგორც აღნიშნული ცენტრი იტყობინება, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ „კურიკულუმის“ და „ოჯახის და თემის ჩართულობის“ სტანდარტებს, შეფასების პრინციპებს და ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით დეტალურად განიხილეს ადრეული და სკოლამდელი განათლების კურიკულუმის „თამაში“.

„ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული მაგალითებით, მსჯელობა შეეხო დაწესებულებების ფიზიკურ გარემოს, მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებს და სტანდარტით გათვალისწინებულ სხვა მნიშნველოვან საკითხებს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას, ტრენინგების შეხვედრების და კონსულტაციების ფორმატში“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი განათლების ექსპერტობის 460 მსურველიდან მხოლოდ 53 შეირჩა - რა ეტაპებია გასავლელი 150 კადრის შესარჩევად

რომელი უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი