დღის თემა
etaloni.ge
სანამ ბავშვს სკოლაში შეიყვანთ, გაატარეთ „პირველკლასელთა აკადემია“ - მარტივი მეთოდები ანბანის შესასწავლად
19.06.2023

სკოლაში შესვლის წინ რომ ბავშვს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად ექცეს, გირჩევთ, გააცნოთ მომავალ პირველკლასელთათვის გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი დიდებული წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“.

პრიალა, ფერად ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნი მშობლებსაც და ბავშვებსაც დაეხმარება, ერთად მოემზადონ ცხოვრების იმ უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის, რასაც სკოლასთან და ანბანთან შეხვედრა ჰქვია.

„პირველკლასელთა აკადემიის“ მიხედვით, მთავარი წინაპირობა პატარას აღზრდა–განათლების პროცესში ბავშვის მზრუნველი მშობლების და ოჯახის სხვა უფროსი წევრების სისტემური და მხიარული ჩართულობაა.

თავდაპირველად, წიგნის მეშვეობით, „მასწავლებლობანას“ თამაშით და ოჯახის აქტიური ჩართულობით, ბავშვები მარტივი მეთოდებით შეისწავლიან ხმოვნებს და მერე, თანდათანობით, სრულ ანბანზე გადავლენ. აქვე ამ ასაკისთვის შესაბამისი საინტერესო ზღაპრები და მოთხრობებიც არის მოცემული.

სწორედ „პირველკლასელთა აკადემიის“ დამსახურებით, პატარები სასკოლო ცხოვრებისთვის უკვე მომზადებულები, ამაყად შეაღებენ საგანმანათლებლო დაწესებულების კარს.

წიგნში პატარებისთვის გასაფერადებელი ნახატები, მზრუნველი მშობლებისთვის კი ასეთი მოწოდებებიც არის:

თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად აღიარეთ და მოეპყარით, როგორც თანასწორს!

თქვენს მოაზროვნე პირველკლასელს შეხედეთ, როგორც საქართველოს და სამყაროს მომავალს!

იხილეთ ასევე:

4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის

„მიუღებელია, აღმზრდელი ზოგ მშობელს დეტალურად ესაუბროს, ხოლო ზოგს მიაწოდოს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია“ - სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი