თბილისში, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს
საზაფხულო ბაღი სოციალური პროექტია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. საზაფხულო ბაღი მოქმედებს ივლისის თვის განმავლობაში, ის არის სრულიად უფასო და ნებისმიერ მსურველს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი, შეუძლიათ ამ სერვისით სარგებლობა.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხელს არ უშლის სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციას, თუმცა ამავე დროს, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ბავშვი სექტემბრიდან ამავე ბაღში გააგრძელებს სწავლას.
2023 წლის ივლისში, დედაქალაქის მასშტაბით, სულ 45 საბავშვო ბაღი იმუშავებს და ამ მომსახურების მიღება 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია.
ბაგა-ბაღებში სტანდარტულისგან განსხვავებული პროგრამა მოქმედებს, რომელიც ძირითადად, გასართობი აქტივობებითაა დატვირთული.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რა საბუთები უნდა წარადგინოთ ბაღში და როდის?
რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს და მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე.
აუცილებელი დოკუმენტაციაა:
დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ მითითებულ ბმულზე:
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს - გოგი ჩიქოვანი