დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღმა მშობლებს ანგარიში ფინჯან ყავასთან ერთად წარუდგინა - „კრება ასე უფრო თბილი და ღია გამოვიდა“
19.06.2023

„ერთად ჩვენი შვილებისთვის“ -  ამ დევიზით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღში სასწავლო წლის შემაჯამებელი მშობელთა კრება ფინჯან ყავასთან ერათად ჩატარდა.

როგორც საბავშვო ბაღი იტყობინება, ყავის თანხლებით ჩატარებული მშობელთა კრება უფრო თბილი  და ღია გამოვიდა:

„ფინჯან ყავასთან მშობელთა კრება უფრო თბილი  და ღია გამოვიდა. მენეჯერმა მოკლედ ისაუბრა ოჯახისა და საბავშვო ბაღის მიდგომების თანხვედრასა და შეთანხმებული  მუშაობის აუცილებლობაზე. მან მშობლებს სთხოვა, ღიად გამოეთქვათ აზრი, შენიშვნები, წინადადებები ან  დაეწერათ და ჩაეყარათ ყულაბაში, რომელსაც დავარქვით „გახადე ბაღი უკეთესი“.

მშობლებს ანგარიში წარუდგინა სპეცპედაგოგმა ვიდეო კოლაჟის სახით, ასევე - ფსიქოლოგმა, ექთანმა და ოთხივე ასაკობრივი ჯგუფის აღმზრდელმა. მშობლებს  გადაეცათ ბავშვთა შეფასების ფორმები და პორტფოლიოები თავიანთი შვილების ნამუშევრებით. მშობლებმა  გაგვიზიარეს  სურვილები, წინადადებები და მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს საბავშვო ბაღის მიმართ“.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი