დღის თემა
etaloni.ge
ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი 45 სკოლამდელი დაწესებულების დირექტორს შეხვდა - საზაფხულო პროექტი და მიზნები
18.06.2023
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, იმ ბაღების დირექტორებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე წლის ივლისში საზაფხულო ბაღების პროექტში არიან ჩართული.

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იუწყება, გოგი ჩიქოვანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებს საზაფხულო ბაღების პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა და ასევე, განიხილეს მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელები უზრუნველყოფილი იყვნენ საინტერესო აქტივობებით, კვებით, მათ დახვდეთ შესაბამისი თავისუფალი, შემოქმედებითი ატმოსფერო, ასევე უსაფრთხო გარემო.

თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გეოგრაფიული პრინციპით შერჩეული 45 საბავშვო ბაღი სრული დატვირთვით იმუშავებს, სადაც მუნიციპალური ბაღებში რეგისტრირებული 2-დაბ 6-წლამდე ასაკის 17 000-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დამამთავრებელი ჯგუფების აღსაზრდელებსაც შეეძლებათ. პროექტის განხორციელებაში 3 300-ზე მეტი საბავშვო ბაღის თანამშრომელი ჩაერთვება, რომლებიც ივლისის თვეში დამატებით ერთი თვის ანაზღაურებას მიიღებენ.

რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 20 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

იხილეთ ასევე:

„საბავშვო ბაღებს და მათ თანამშრომლებს მხარდაჭერა სჭირდებათ“ - რა პირობა დადო თბილისის მერმა

საზაფხულო ბაღი თბილისის გარდა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გაიხსნება - დეტალები
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი