საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ჯანმრთელობის მუშაკებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარება და კომუნიკაციის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში საინფორმაციო შეხვედრა-ტრენინგი გაიმართა თემაზე: „იმუნიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხარდაჭერა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში“.
შეხვედრას ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი საბავშვო ბაღების პერსონალი, პედაგოგები, მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არსებული ვირუსული ინფექციებისა და გეგმიური და პროფილაქტიკური ვაქცინაციის შესახებ.
„აქცენტი გაკეთდა დაავადებების პრევენციისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. ექიმმა ეპიდემიოლოგმა ეთერ ხმალაძემ ისაუბრა აქტუალურ სეზონურ ინფექციებზე - ყირიმ-კონგოსა და ბრუცელიოზზე. კამპანიის მიზანია იმუნიზაციის სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისა და მოზარდების მშობლების და მეურვეების, ასევე შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლების ინფორმირება-ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე“, - იტყობინება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.
იხილეთ ასევე: