თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულ და მონაწილე აღმზრდელებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სააგენტოს ხელმძღვანელი N19, N95 და N126 საბავშვო ბაგა-ბაღების კონკურსში მონაწილე პედაგოგებს შეხვდა, რომლების ამ კონკურსში მონაწილეობდნენ.
ვინ მიიღებს საუკეთესო აღმზრდელის ტიტულს - დეტალები
„საქართველოს მასშტაბით გამართულ, ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონკურსში ასეთი წარმატების მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩვენი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგები თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი პატარების აღზრდა-განათლებისათვის და შესაბამისად, ვაფასებთ მათ შრომას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ყოველთვის იქნება ჩვენი ნიჭიერი და ღირსეული თანამშრომლების წახალისება და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, რადგან სწორედ თბილისის ბაღების აღმზრდელები მოხვდით გამარჯვებულთა სიის სათავეში“, - უთხრა გოგი ჩიქოვანმა აღმზრდელებს.
„მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023” ქ.თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია მუმლაძემ მოიპოვა. საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, ასევე, N95 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ხათუნა სუთიძე და N126 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნინო ბარბაქაძე.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელებს შორის გამართული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს - გოგი ჩიქოვანი