დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი დამატებით ანაზღაურებას მიიღებს - გოგი ჩიქოვანი
17.06.2023
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 3 დღეში დაიწყება.

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ივნისის ბოლოს შეწყდება. ივლისის თვეში კი თბილისში, ბავშვებისთვის, 45 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმუშავებს. 

საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი, გოგი ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს პროცესი ბაღების თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ.

„პანდემიის შემდეგ პირველად ვახორციელებთ საზაფხულო ბაღების პროექტს. 17 000-ზე მეტ აღსაზრდელს მოვემსახურებით. 45 საბავშვო ბაღია შერჩეული მთელი თბილისის მასშტაბით. ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ტერიტორიულად ეს მომსახურება ბავშვებისთვის. მათ დახვდებათ ძალიან საინტერესი გარემო, აქტივობები, უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა პირობა იქნება შექმნილი აღნიშნულ პროცესში. 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი თანამშრომლებისთვის, ვინაიდან პროექტის განხორციელებისას დასაქმდება საბავშვო ბაღის 3 300-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც მიიღებენ დამატებით ერთი თვის ანაზღაურებას... მშობლებს მაქსიმალურად დავეხმარებით რეგისტრაციისას, რომ ეს პროცესი გაუადვილდეთ", - თქვა გოგი ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. 

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად, 20 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ მითითებულ ბმულზე: საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია.

იხილეთ ასევე:

თბილისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს - დეტალები

საზაფხულო ბაღი თბილისის გარდა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გაიხსნება - დეტალები
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი