დღის თემა
etaloni.ge
საზაფხულო ბაღი თბილისის გარდა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში გაიხსნება - დეტალები
16.06.2023

საზაფხულო ბაღი, თბილისის გარდა, კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, წყალტუბოში გაიხსნება, თუმცა ყველა ბავშვს ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საბავშო ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

მიმდინარე წლის 3 ივლისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს საზაფხულო ბაღი.

საზაფხულო ბაღში ჩაირიცხებიან შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელები:

  • აღსაზრდელი, რომლის მშობლებიდან ერთ-ერთი არის დასაქმებული საჯარო ან სხვადასხვა სტრუქტურაში.
  • აღსაზრდელი, რომელიც არის სოციალურად დაუცველის ოჯახიდან.
  • აღსაზრდელი, რომელიც არის მრავალშვილიანი ოჯახიდან.

განცხადებასთან ერთად, მშობელმა შესაბამისი ცნობაც უნდა წარადგინოს.

ინფორმაციისთვის მშობლებმა უნდა მიმართონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციას, რომლის მისამართია: წყალტუბო, ვაჟა-ფშაველას N1.

იხილეთ ასევე:

თბილისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს - დეტალები

11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთ მისამართზე დარეგისტრირდებიან - რა საბუთები უნდა წარადგინოს მშობელმა ბორჯომსა და ბაღდათში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი