11 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ერთ მისამართზე დარეგისტრირდებიან - რა საბუთები უნდა წარადგინოს მშობელმა ბორჯომსა და ბაღდათში
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციისთვის მშობლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
ამ მუნიციპალიტეტის ბაღებში რეგისტრაცია 19 ივნისს დაიწყება და იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც 2023 წლის 1 ოქტომბრამდე გახდებიან 2 წლის, საბუთები საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, მისამართზე ქ. ბორჯომი მესხეთის ქ. N43-ში, ლიკანის N3 საბავშვო ბაღის შენობაში უნდა მიიტანონ 10-დან 15 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N100), რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გეგმიური აცრების ჩატარების შესახებ;
- ორი ფოტოსურათი (3x4);
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი და განცხადება;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასება/რეკომენდაცია საბავშვო ბაღში/ბაგა-ბაღში/ბაგაში ჩართვის თაობაზე;
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
19 ივნისს დაიწყება რეგისტრაცია ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
2023 წლის 19 ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, მიიღებიან აღსაზრდელები, რომლებიც დაბადებულნი არიან 30 სექტემბრამდე,
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
- მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით) განცხადება;
- 2 ფოტოსურათი 3/4-ზე;
- ჯანმრთელობის ცნობა ( აცრების ფურცელთან ერთად);
- მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ასლები;
- ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (დამტკიცებული ნოტარიუსის მიერ);
- შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე:
თბილისის ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის წესები შეიცვალა და ვადები ისევ უცნობია
ქალაქში მცხოვრები აღსაზრდელები დასარეგისტრირებლად ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე უნდა მივიდნენ, სოფელში მცხოვრებნი - იქვე არსებულ საბავშვო ბაღებში